| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
თედო რაზიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფ. ჩარგალი, ახლანდ. დუშეთის რ-ნი. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა. 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია. 1905 წელს, რევოლუციური საქმიანობისათვის, სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო და ფშავში იმალებოდა. ვერაგულად მოკლეს ხალხის მტრებმა. 1890 წლიდან ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. იგი, როგორც მწერალი, აღიზარდა სამოციანელების შემოქმედების პრინციპებზე. მის ლექსებში ("კოდალა"- 1890; "ვაი თუ სოფელმა..." - 1906 და სხვ.) ჩაქსოვილია სამოციანელების პროგრესული იდეები. მისი შემოქმედების მთავარი თემაა პატრიოტიზმი (ლექსები: "ძმასთან მიწერილი"- 1891; "არაგვს" - 1898; "აკაკის", 1919 და სხვ.); ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება (ლექსები: "ელეგია" - 1891; "გამხნევდით" - 1892; პოემა "შავი ფიქრები", 1891 და სხვ.). განსაკუთრებით პოპულარულია მისი საბავშვო მოთხრობები ("ნიბლია" - 1886; "იის ამბავი" - 1890; "მონადირე" - 1903; "ქორის ბახალა" - 1908). იგი იყო ხალხური სიტყვიერების ცნობილი შემკრები და შემდგენი ხალხური ლექსიკონისა, რომელიც 1900 წელს დაიბეჭდა "ივერიაში". ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

