The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე საბანისძე

იოანე საბანისძე
დაბადების თარიღი:7??
გარდაცვ. თარიღი:7??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

VIII საუკუნის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი, ავტორი "აბო თბილელის წამებისა", რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის აბოს მარტვილობა, ქრისტიანობისათვის მისი თავდადება. "აბოს წამებას" დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. თხზულებას წამძღვარებული აქვს სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანისძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. მის თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველებისათვის. იოანე საბანისძისათვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი. თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად, ჩვენამდე მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერით. იგი პირველად გამოსცა მ. საბანიანმა (1882), მეორედ - კ. კეკელიძემ (1935). ნათარგმნია რუსულად და გერმანულად - შულცეს (1905) და ლათინურად - პეეტერსის მიერ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 191

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: