The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



საიათნოვა

საიათნოვა
ოფიციალური სახელი:არუთიუნ საიათიანი
დაბადების თარიღი:1712
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1795  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სურფგევორქის ეკლესია, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

სომეხი პოეტი, აშუღი, ცხოვრობდა საქართველოში. ხელმოკლეობის გამო განათლება ვერ მიიღო. ქართულ ენას იგი, სომხურ ენასთან ერთად, მშობლიურ ენად თვლიდა. იყო სამეფო კარის საზანდარი. 1765 წელს ერეკლე II სახლიდან გააძევა (გაძევების მიზეზი უცნობია). თხზავდა სახოტბო-სატრფიალო ლექსებს. მისი შემოქმედების ძირითადი მოტივია მიჯნურობა (”საყვარლის ბაღში”, ”რა იქნება”, ”ხარ ტურფა საკრავი” და სხვ.). მის ავტობიოგრაფიულ ლექსში მძლავრად იჩენს თავს სოციალური მოტივიც (”შე საწყალო ჩემო თავო”, ”სამართალი მიყავ” და სხვ.). საიათნოვას ლექსები თარგმნა ი. გრიშაშვილმა (1918 წ.). თარგმნილია აგრეთვე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: