The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ლორია

ალექსანდრე ლორია
Date of birth:23 August, 1934  (89 years)
Category:Scientist, Writer, Educator

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით, 1958 წელს.

1958 წლიდან იწყებს მუშაობას ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრაზე მასწავლებლად; 1962-1972წწ. არის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის  დირექტორი; ამ პერიოდში გაეცნო უცხოეთის მრავალი ბიბლიოთეკას საქმიანობას, დაესწრო IFLA- კონგრესს კანადაში, აშშ და გერმანიაში; 1972-1974წწ. აღნიშნული ინსტიტუტის პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში; 1974-1977წწ.  ბიბლიოთეკათნცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი; 1993-2002წწ. პარალელურად მუშაობს ექვთიმე თაყაიშვილის სახ. კულტურის უნივერსიტეტში ლექტორად; 1988-2000წწ.  ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის გამგე. 2000 წლიდან დღემდე არის ჟურნალ  "საქართველოს ბიბლიოთეკის"  მთავარი რედაქტორი. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ შემოქმედებით მოღვაწეობას. მისი პირველი მოთხრობა, "თხუტმეტი წლის შემდეგ" , დაიბეჭდა 1974 წელს. 2006 წლიდან ილიას ინივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კითხვის ხელმძღვანელობის ფსიქოლოგიური საფუძვლები", დაიცვა 1972 წელს.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო კრებული და სტატია. 

Member of Organizations

  • საბიბლიოთეკო ასოციაცია, გამგეობის წევრი (1999-)

Awards and Honors

  • 1986 - ჟურნალ "პიონერის" პრემია
    მოთხრობისათვის "ეს დაუდეგარი არდადაგები"
  • 1984 - ჟურნალ "პიონერის" პრემია
    მოთხრობისათვის "კვამლი მთაში"

Bibliography


Share: