შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საბა სვინგელოზი![]()
ბიოგრაფიასაბა სვინგელოზი ყოფილა კარის (ყარსის?) ეპისკოპოსი, კათოლიკოსის არსენ ბულმაისიმისძისა და ძმათა აბუსერიძეთა - ვარდანისა და აბუსერის თანამედროვე. უცნობია, ეს საბა სვინგელოზი ჰყავს მხედველობაში ზ. ჭიჭინაძეს თუ სხვა, როდესაც გადმოგვცემს, რომ ის იყო ჯავახეთიდან. საბა სვინგელოზი 1102–1158 წლებში მოღვაწეობდა ათონზე. მისი, როგორც კარის ეპისკოპოსისაგან, შემონახულია მხოლოდ ”გალობანი ქრისტეს განგებულებისა და განკაცებისანი”, რომლის აკროსტიქში იკითხება: ”ქრისტე ღმრთის ხატო, მეოხ ექმენ ვარდანს”. ამ შრომის მეტი, რომელიც საგალობელთა წარწერაშია აღნიშნული, არც ანტონ კათოლიკოსს სცოდნია, ვინაიდან იგი ამბობს: ”საბასაგან ქმნილი ვნახე კანონი რამე, ჴელითუქმნელის ხატისათჳს ძნობილია”. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |