The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



იოანე ანჩელი

ოფიციალური სახელი:იოანე რკინაელი
დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

XII – XIII საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი; ანჩის მთავარეპისკოპოსი, თამარ მეფის თანამედროვე.

ცნობები იოანე ანჩელის შესახებ მოიპოვება რამდენიმე წერილობით ძეგლში - ტბეთის 1195 წელს გადაწერილ ე.წ. მეორე ოთხთავის ანდერძში, ანჩისხატის მოჭედილობის წარწერაში და ანჩისხატის საგალობელში. თამარ მეფის ბრძანებით მოუხატავს ანჩისხატი. იოანე ანჩელი გვარად რკინაელი ყოფილა, როგორც ეს უეჭველად ჩანს ანჩისხატის მოჭედილობის კტიტორული წარწერიდან:  “ბრძანებითა და ნივთისაბოძებითა ღმრთივ გუირგუინოსნისა დიდისა დედოფალთა-დედოფლისა თამარისათა, მე, იოვანე ანჩელმან რკინაელმან Ãელვყავ საშინელისა ამის ხატისა პატივით მოჭედად; მრავალმცა არს მეფობისა მათსა, აქა და საუკუნესა. მოიჭედა Ãელითა ბექასითა, ქრისტე, შეიწყალე”. 

მას ეკუთვნის  აკროსტიქული საგალობელი "გალობანი ანჩისხატისანი".

  

ბიბლიოგრაფია

  • გალობანი ანჩისხატისანი (ავტორი) // ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია ტ. 1. - თბილისი, თბილისის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა , 1946. - 488 გვ.

გააზიარე: