The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შიო არაგვისპირელი

შიო არაგვისპირელი
Legal name:შიო დედაბრიშვილი
Other name:შიო არაგვისპირელი  (Pseudonym)
Date of birth:16 December, 1867
Date of death:2 January, 1926  (at 58 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი ქაისხევი (ან თანდილაანთკარი), ახლანდელი დუშეთის რაიონი.

დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში 1877წ., შემდეგ 1883 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887წ-დან დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი. 1889წ. დაამთავრა სემინარია და 1890წ–დან ვარშავის საბეითლო (სავეტერინარო) ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. პოლონეთში ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინა საკუთარი სამშობლოს მწარე ხვედრი. 1893წ. ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა "საქართველოს განთავისუფლების ლიგა", რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის  ციხეში. 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. მან შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. ა. წერეთელმა მას "ახალგაზრდა სკოლის მეთაური" უწოდა. მისი ერთი უადრესი მოთხრობა "ესაა ჩვენი ცხოვრება!" – სკეფსისით, ირონიით, მწარე ნაღველით შეფერილი სათაური ხატოვნად გადმოსცემს მისი მთელი შემოქმედების არსს, რომელიც მეტნაკლებად ვრცელდება არაგვისპირელის დანარჩენ ნაწარმოებებზეც. აქედან დაედო სათავე ნოველების სერიებს, სადაც ავტორი უმთავრესად ცდილობს მორალის, ცხოვრების არსის, ადამიანის რაობის, მისი დანიშნულების, საზოგადოებასთან მისი დამოკიდებულების გარკვევას, ადამიანის "შიშველი სულის" კვლევას. განსაკუთრებით საყურადღებოა არაგვისპირელის რომანი "გაბზარული გული"  რომელსაც თვითონვე უწოდა არაკი. მართლაც, მასში ძლიერია არაკული, ზღაპრული ნაკადი; არაგვისპირელი საკმაო ოსტატობით უხამებს ერთმანეთს არაკსა და ყოფით რეალიზმს, რითაც ქმნის ახლებური ფორმის რომანს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.55

Bibliography

  • გაბზარული გული : ქართული არაკი: რომანი (Author). - თბილისი, დიადემა, 1996. - 255გვ.
  • შიო თავადი : ისტორიული ლეგენდა 3 მოქმედებად (Author). - თბილისი, ელექტრონის სტ. წიგნ. გამომც. ქართვ. ამხანაგობისა, 1905. - 91გვ.
  • ჩემო შვინდავ! (Author). - ტფილისი, გრ. ჩარკვიანის სტ., 1895. - 31გვ.

Share: