The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უიარაღო

უიარაღო
ოფიციალური სახელი:კონდრატე თათარაშვილი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1872
გარდაცვ. თარიღი:9 მაისი, 1929  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის რ-ნი.

1887 წლიდან სწავლობდა თბილისში, 1893 წლიდან კიევის სასულიერო სემინარიაში, დაამთავრა 1894 წელს.

პირველი მოთხრობა "მშვიდობით" 1895 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ "მოამბეში". 1896 წელს მღვდლად ეკურთხა. 1906 წელს ეკლესიიდან განდევნეს. ამის შემდეგ მან ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო და თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("მოამბე", "დროება", "ჯეჯილი", "კვალი" და სხვ.). მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უიარაღო იძულებული გახდა 1912 წელს გასცლოდა საქართველოს. 1912–1919 წლებში იგი სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. მას ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომები, სადაც ძირითადად კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთი ნაწილის ჰიდროგეოლოგიური საკითხებია შესწავლილი. უიარაღოს მნიშვნელოვანი თხზულება, რომელმაც მას საყოველთაო აღიარება მოუპოვა, არის "მამელუკი" (1912). მოთხრობა საქართველოს ერთ-ერთ უმწვავეს სატკივარს - ყმების უცხოეთში გაყიდვას ეხება. მასვე ეკუთვნის რომანი "მაძიებელნი" (1902). 

ყარო:  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. - თბ., 1986. - გვ. 116; buki.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: