The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ ფურცელაძე

ანტონ ფურცელაძე
Date of birth:6 December, 1839
Date of death:4 November, 1913  (at 73 years)
Burial location:სოფელი მერეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი
Category:Writer, Publicist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მერეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა ქ. ორიოლის სამხედრო სასწავლებელში. 1854 წელს თბილისში დაბრუნდა და ხელი მოჰკიდა მწერლობასა და პუბლიცისტიკას. 1862 წლიდან იგი სისტემატურად ბეჭდავს ლექსებს, მოთხრობებს, კრიტიკულ წერილებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის გიმნაზიში, ვექილად - ზუგდიდში. ჯერ კიდევ 1854 წელს დაუახლოვდა ჟურნალ "ცისკრის" რედაქციას, ხოლო 1867 წლიდან მისი ფაქტობრივი რედაქტორი გახდა. 1869 წლიდან ხელმძღვანელობდა ჟურნალ "მნათობს", შემდეგ - "გუთნისდედას". 1911 წლიდან გარდაცვალებამდე სოფელ არბოში ცხოვრობდა. თავის პირველ კრიტიკულ წერილში ("ცისკარი", 1862) ანტონ ფურცელაძე უარყოფდა სენტიმენტალიზმს, ცრურომანტიკული ლიტერატურის გაცოცხლებასა და საზოგადოებრივად აქტუალურ ნაწარმოებთა შექმნას მოითხოვდა. თავის მოთხრობებში მან გამოხატა ქართველი გლეხობის უფლებრივ-ეკონომიური მდგომარეობა ბატონყმობის გადავარდნამდე, ერთმანეთს დაუპირისპირა მშრომელებისა და პარაზიტული კლასის წარმომადგენელთა სახეები. კლასთა შორის გამწვავებული ურთიერთობის საჩვენებლად მან ისტორიულ ჟანრსაც მიმართა (რომანი "მაცი ხვიტია"). 1870-იანი წლების შემდეგ შექმნა ახალგაზრდა ინტელიგენტთა ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი. მან გადმოსცა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდათა მისწრაფებანი, ზოგჯერ - მათი უუნარობა, უმწეობა პრაქტიკულ საქმიანობაში. მისი შემოქმედება თემატიკურად აქტუალური და მრავალფეროვანია. ანტონ ფურცელაძე იმ ქართველ სამოციანელთა თაობას ეკუთვის, რომლის მსოფლმხედველობა მოწინავე რუსული ინტელიგენციის გავლენით ჩამოყალიბდა. ძირითადად ამით აიხსნება მისი მსოფლმხედველობის მატერიალისტური და ათეისტური ხასიათი. იგი აკრიტიკებდა კანტს, ფიხტეს, შელინგს, ჰეგელსა და სხვა ფილოსოფოსებს იმის გამო, რომ ისინი უარყოფენ ადამიანის ცნობიერებისაგან მატერიალური სამყაროს დამოუკიდებლობას. მისი აზრით, მატერიალური სამყარო ერთადერთ რეალობას წარმოადგენს, მატერია და ძალა განუყრელია. იგი ებრძვის ტელეოლოგიზმს და ამტკიცებს ბუნებაში მიზეზობრიობის კანონის უნივერსალურობას. სიცოცხლე მატერიალური სამყაროს განვითარების პროდუქტია. ანტონ ფურცელაძე ძირითადად იზიარებს დარვინის ევოლუციურ თეორიას, მაგრამ უარყოფს დარვინის აზრს შიდასახეობრივი ბრძოლის თაობაზე; მას მიაჩნია, რომ ერთი და იგივე სახეობის ცოცხალი ორგანიზმები არა მარტო არ ებრძვიან ერთმანეთს, არამედ, პირიქით, თანამშრომლობენ; აკრიტიკებს აგნოსტიციზმს და ამტკიცებს, რომ ცნობიერება არის ობიექტური სინამდვილის კანონზომიერების სწორი ასახვა. შემეცნების ძირითად მიზანს ადამიანთა მატერიალური ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს; აკრიტიკებს ცნობილ თეზისს "ხელოვნება ხელოვნებისათვის" და ამტკიცებს, რომ ხელოვნების მთავარ მიზანს ადამიანის სულიერი განწმენდა (კათარზისი) წარმოადგენს და ამ გზით ადამიანთა მატერიალური ცხოვრების პროგრესის სამსახური. ხელოვნება არის ობიექტური სინამდვილის ასახვის სუბიექტური ფორმა. მართალია, საზოგადოებაში ბუნების კანონები ძალას ინარჩუნებს, მაგრამ მას სპეციფიკური კანონებიც აქვს, რის გამოც ცხოველთა სამყაროს კანონზომიერება ადამიანთა საზოგადოებაზე არ შეიძლება გავრცელდეს; აკრიტიკებს დრეპერის აზრს ერის სიბერისა და სიკვდილის შესახებ. მისი აზრით, მკაცრად დეტერმინირებულია როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე ადამიანთა მთელი საზოგადოების ნებელობა. ანტონ ფურცელაძე სოციოლოგიაში გეოგრაფიული დეტერმინიზმის დამცველია, საზოგადოების განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად გარემოს თვლის. იგი უტოპიური სოციალიზმის პოზიციებზე იდგა: საზოგადოებრივი პროგრესიის უზრუნველყოფა, მისი აზრით, ადამიანთა ინტელექტუალური დონის ამაღლებით, სწავლით, განათლების, მოწინავე იდეების შეტანით შეიძლება. ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.430-431; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.162-164

Bibliography


Share: