| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ქუჩიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მერე, ახლანდელი თელავის რაიონი. სწავლობდა თბილისში, ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში. ქართული მწერლობის რევოლუციურ-დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელი. მიზნად ჰქონდა დასახული ხალხის სამსახური და რევოლუციური იდეების ქადაგება (ლექსი: "მე პოეტი ვარ"). მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1906 წელს, მთლიანი კრებული კი 1914 წელს. მისი შემოქმედების მთავარი გმირები საზოგადოებისაგან გარიყული, ულუკმაპუროდ დარჩენილი მშრომელი ადამიანებია (ლექსების ციკლი "ქუჩის სიმღერები"; მინიატურები − "უსახელო" (1910); "საცოდავი" (1914). ავტორია პოემებისა "ჯაჭვის ხიდი", "შავი სამეფო", "ტყვე არწივი" და სხვა. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე საბავშვო ლექსები: "აღტაცება" (1909); "პაწია მეგობრები", "სიმღერა" (1922) და "სკოლისაკენ". მწერალ დავით თურდოსპირელის (დავით ჩხეიძე) ძმა. რეჟისორისა და მსახიობის ბიჭიკო (ნოდარ) ჩხეიძის მამა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.350; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.373; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

