The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



იოანე შავთელი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:პოეტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

 როგორც ზედწოდებიდან ჩანს, წარმოშობით სოფ. შავთიდან ყოფილა. მას მიეწერება ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი "აბდულმესიანი". "ქართლის ცხოვრების" ცნობით, იგი იყო "ფილოსოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული". იოანე შავთელი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. იგი, როგორც სასულიერო პირი, თხზულებებში ღრმა საღვთისმეტყველო განათლებას ავლენს, ხოლო ზოგ წყაროში მოხსენებულია "ნეტარად", "წმინდანად". "აბდულმესიანში" იგი თავის თავს "მწირსა" და "მსხემს" უწოდებს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: