შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოე ჩხიკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის რაიონი. სწავლობდა ფოთის საქალაქო სასწავლებელში. 1912 წლიდან ლექციებს ისმენდა მოსკოვის შანიავსკის ინსტიტუტში. ნ. ჩხიკვაძის პირველი ნაწარმოები 1908 წელს გამოქვეყნდა. მის პოეზიაში ნაჩვენებია ბედისაგან განწირულ ადამიანთა უნუგეშო ყოფა (ლექსები: "მონა ქალი", "ცხოვრება", "დიდხანს ვეძებდი" და სხვ.). თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლის რწმენა გამოხატულია მის ლექსებში: "უცხო მხარე", "მე არ ვტირი", "გედის ყივილი". პოეტი ხოტბას ასხამს გმირს, რომელიც დაუზოგავად იბრძვის ბედნიერი მომავლის დასამკვიდრებლად ("სამშობლო"). მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სატირას, რომლის საუკეთესო ნიმუშია "სათნოების ყვავილი ხარ". დიდი აღიარებით სარგებლობს ნოე ჩხიკვაძის ლექსი "N-ს". წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.391 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |