The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოე ჩხიკვაძე

ნოე ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1883
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1920  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის რაიონი.

სწავლობდა ფოთის საქალაქო სასწავლებელში. 1912 წლიდან ლექციებს ისმენდა მოსკოვის შანიავსკის ინსტიტუტში. ნ. ჩხიკვაძის პირველი ნაწარმოები 1908 წელს გამოქვეყნდა. მის პოეზიაში ნაჩვენებია ბედისაგან განწირულ ადამიანთა უნუგეშო ყოფა (ლექსები: "მონა ქალი", "ცხოვრება", "დიდხანს ვეძებდი" და სხვ.). თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლის რწმენა გამოხატულია მის ლექსებში: "უცხო მხარე", "მე არ ვტირი", "გედის ყივილი". პოეტი ხოტბას ასხამს გმირს, რომელიც დაუზოგავად იბრძვის ბედნიერი მომავლის დასამკვიდრებლად ("სამშობლო"). მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სატირას, რომლის საუკეთესო ნიმუშია "სათნოების ყვავილი ხარ". დიდი აღიარებით სარგებლობს ნოე ჩხიკვაძის ლექსი "N-ს".

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.391

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1930. - 222გვ.
  • ცისა და მიწის : ლექსები (ავტორი). - ტფილისი, იაკობ ბ. ჩხიკვაძის გამოცემა, 1914. - 80გვ.

გააზიარე: