შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გორისა, ახლანდელი საჩხერის რაიონი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1860) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის (1861) რამდენიმე თვით დააპატიმრეს. მონაწილეობდა "მამებისა და შვილების" ბრძოლაში. საქართველოში დაბრუნებისთანავე (1863) გაზეთ "დროების" პირველი რედაქტორი იყო. დიდი ამაგი დასდო ქართულ თეატრს და სხვ. გიორგი წერეთლის მხატვრულ ნაწარმოებებში აისახა ბატონყმური წყობილების რღვევისა და ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბების რთული პროცესი. იგი იმდროინდელი საქართველოს სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების უტყუარი სურათი მოგვცა გ. წერეთელმა მოთხრობაში "გულქანი" (1868 – 1897) და რომანში "პირველი ნაბიჯი" (1890 – 1891). "რუხი მგელი" (1892) მწერალმა დაგვიხატა თავად-აზნაურთა ზნეობრივი დაკნინება, გადაგვარება, სისასტიკე და "ივერიისა" და "კვალის" პოლემიკის დროს, 90-იან წლებში, იგი გაემიჯნა ქართველ სამოციანელთა ძირითად ბირთვს და "შეუფერავი რეალიზმის" მიმდევრად გამოაცხადა თავი, რასაც ქართველ მოღვაწეთა "დასებად" დაყოფა მოჰყვა. გ. წერეთელი "მესამე დასს" დაუახლოვდა, მაგრამ, როგორც მწერალი და მოაზროვნე, იგი არსებითად ისევ კრიტიკული რეალიზმის პოზიციებზე რჩებოდა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.402 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |