The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1842
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1900  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. გორისა, ახლანდელი საჩხერის რ-ნი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1860) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის (1861) რამდენიმე თვით დააპატიმრეს. მონაწილეობდა "მამებისა და შვილების" ბრძოლაში. საქართველოში დაბრუნებისთანავე (1863) გაზეთ "დროების" პირველი რედაქტორი იყო. დიდი ამაგი დასდო ქართულ თეატრს და სხვ.

გიორგი წერეთლის მხატვრულ ნაწარმოებებში აისახა ბატონყმური წყობილების რღვევისა და ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბების რთული პროცესი. იგი იმდროინდელი საქართველოს სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების უტყუარი სურათი მოგვცა გ. წერეთელმა მოთხრობაში "გულქანი" (1868 – 1897) და რომანში "პირველი ნაბიჯი" (1890 – 1891). "რუხი მგელი" (1892) მწერალმა დაგვიხატა თავად-აზნაურთა ზნეობრივი დაკნინება, გადაგვარება, სისასტიკე და
უნდობლობა. იდეალური ცხოვრების სურათი დაგვიხატა მან "ღვთის წყალობაში" (1891).

"ივერიისა" და "კვალის" პოლემიკის დროს, 90-იან წლებში, იგი გაემიჯნა ქართველ სამოციანელთა ძირითად ბირთვს და "შეუფერავი რეალიზმის" მიმდევრად გამოაცხადა თავი, რასაც ქართველ მოღვაწეთა "დასებად" დაყოფა მოჰყვა. გ. წერეთელი "მესამე დასს" დაუახლოვდა, მაგრამ, როგორც მწერალი და მოაზროვნე, იგი არსებითად ისევ კრიტიკული რეალიზმის პოზიციებზე რჩებოდა.

ბიბლიოგრაფია

  • პირველი ნაბიჯი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 255 გვ.
  • რჩეული ნაწერები ორ ტომად (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1947. - 555გვ., 527გვ.
  • გულქან (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1929. - 412 გვ.
  • ღვთის წყალობა : საყმაწვილო მოთხრობა ნახატებით (ავტორი). - ტფილისი, ჯეჯილი, 1925. - 30 გვ.
  • რუხი მგელი : მოთხრობა გ. წერეთლისა (ავტორი). - ტფილისი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა, N17, 1892. - 47 გვ.

გააზიარე: