The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჭავჭავაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე
Date of birth:16 November, 1786
Date of death:6 November, 1846  (at 59 years)
Burial location:შუამთის მონასტერი, კახეთი
Category:Translator, Poet, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი.

1795-1799წწ. სწავლობდა პეტერბურგის კერძო პანსიონში, თბილისში დაბრუნების შემდეგ - შინ, ფრანგი გუვერნიორის მეთვალყურეობით. ბავშვობიდანვე ეუფლებოდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, თურქულ და სპარსულ ენებს. 1804 წელს მონაწილეობდა მთიულეთის ანტიცარისტულ აჯანყებაში, რომლის ჩახშობის შემდეგ ერთი წლით ტამბოვში გადაასახლეს. განთავისუფლების შემდეგ, 1807, პეტერბურგის პაჟთა კორპუსში ჩარიცხეს. 1811 წლიდან კავკასიაში მოქმედი რუსული არმიის სარდლის მარკიზ პაულუჩის ადიუტანტი იყო; 1812 წლიდან მონაწილეობდა კახეთის აჯანყების ჩაქრობაში, 1813-1814წწ. მონაწილეობდა ომში ნაპოლეონის წინააღმდეგ; 1817 წელს პოლკოვნიკი გახდა, 1826 - გენერალ მაიორი; 1827-1828წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ირანის, შემდგომ რუსეთ-ოსმალეთს შორის ონში; 1828 წელს დანიშნეს სომხეთის ოლქის, 1829 წელს - კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსად; 1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ ოთხი წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს "წარსულში დამსახურებისათვის"; 1838 წელს ამიერკავკასიის მთავარმმართველობის საბჭოს წევრად დანიშნეს, 1841 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს; 1842-1843წწ. ასრულებდა ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას, 1843 წელს ხელმძღვანელობდა დაღესტნის დალაშქვრას. სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას. ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. დიდი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო ლირიკასაც.  ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც. მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის პოეტური თარგმანებით ქართული მწერლობის გამდიდრების მხრივაც; მან თარგმნა ესოპეს (ეზოპე), კორნელის, რასინის, ლაფონტელის, ვოლტერის, ჰიუგოს, დერჟავინის, პუშკინის, ოდოევსკის და სხვ. ნაწარმოები.  მასვე ეკუთვნის ნაშრომი "საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801-იდან 1831 წლამდე". რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის საიმპერატორო კარზე ერეკლე II-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გარსევან ჭავჭავაძის ვაჟი, რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ნათლული, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.376

Bibliography


Share: