შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჭალადიდელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფ. ჭალადიდი, სენაკის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1869 წელს. გიმნაზიის დასრულების შემდეგ პეტერბურგის ჯერ კონსტანტინეს, შემდეგ კი მიხეილის სახელობის საარტილერიო სასწავლებელში იუნკერის ჩინით ჩაირიცხა და თავისი სამხედრო კარიერა პოლკოვნიკისა და არტილერიის ბრიგადის დავიზიონის ხელმძღვანელის წოდებით დაასრულა. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1870 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში და რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში მსახურობდა. მისი ლექსები 1868 წლიდან იბეჭდებოდა "დროებაში", "მოამბეში", "ივერიაში" და სხვ. პირველი კრებული გამოიცა 1913 წელს. იგი "სამოციანელთა" მიმდევარი იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მშრომელისადმი დიდი თანაგრძნობით ("ქება შრომას", 1868), პატრიოტიზმით, თავისუფლების სიყვარულით ("მოლაღური გალიაში", 1872). გიორგი ჭალადიდელის სატრფიალო ლექსებია: "სატრფო", 1869; "ქართველო ქალო", "სიმღერა", 1870 და სხვ. მისი ზოგიერი პოპულარული ლექსი სიმღერად იქცა ("მოგონება", 1869; "ფაცხა"). მისი პირველი კრებული "რჩეული თხზულებები" გამოიცა 1913 წელს ქუთაისში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. - თბ., 1987. -გვ. 380; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.382; georoyal.ge; presa.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |