| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
გიორგი ჭალადიდელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფ. ფერსათი, ახლანდ. ბაღდათის რ-ნი. დაიბადა ოდიშელი თავადის მაქსიმე ქოჩაქიძის ოჯახში. 1870 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-78). შემდეგში მიიღო პოლკოვნიკის წოდება და მსახურობდა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში. გ. ჭალადიდელის ლექსები 1868 წლიდან იბეჭდებოდა "დროებაში", "მოამბეში", "ივერიაში" და სხვ. პირველი კრებული გამოიცა 1913 წელს. იგი "სამოციანელთა" მიმდევარი იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მშრომელისადმი დიდი თანაგრძნობით ("ქება შრომას", 1868), პატრიოტიზმით, თავისუფლების სიყვარულით ("მოლაღური გალიაში", 1872). გიორგი ჭალადიდელის სატრფიალო ლექსებია: "სატრფო", 1869; "ქართველო ქალო", "სიმღერა", 1870 და სხვ. მისი ზოგიერი პოპულარული ლექსი სიმღერად იქცა ("მოგონება", 1869; "ფაცხა") . ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

