The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ბაჩანა

ბაჩანა
ოფიციალური სახელი:ნიკო რაზიკაშვილი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1866
გარდაცვ. თარიღი:18 დეკემბერი, 1928  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი.

ქართველი პოეტი. გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1885) მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი - ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. 1900-1920წწ. ასწავლიდა მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა ქვემო ქედში. მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბაჩანას პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა (კრებდა მის ნიმუშებს) და ქართული კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. მისი შემოქმედების თემატიკას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა. ბაჩანას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბუნებას, როგორც ადამიანის ცხოვრებაში მონაწილე ყოცლისშემძლე ძალას. პოემაში "თაღლაურა" (1884), "ნანაის სიმღერა" (1889), "საფრთხე" (1891) პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრებას აღწერს; პოემა-რომანში "წაწლობა" (1919-1924) ფშავის თემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობას ააშკარავებს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: