ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ბესიკი
| ოფიციალური სახელი: | ბესარიონ გაბაშვილი |
| დაბადების თარიღი: | 1750 |
| გარდაცვ. თარიღი: | 24 იანვარი, 1791 (41 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | ქ. იასი, რუმინეთი |
| კატეგორია: | პოეტი |
ბიოგრაფია
ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, თეიმურაზ II კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. მას ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია. ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია, - ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები. მისი ლირიკული ლექსებიდან აღსანიშნავია: ”სევდის ბაღს შეველ”, ”ტანო-ტატანო”, ”მე შენზე ფიქრმა მიმარინდა” და სხვ. მისი ლექსები, კერძოდ, XVIII საუკუნის II ნახევარში, სიმღერებად ვრცელდებოდა, რამაც დიდი პოპულარობა მოუპოვა. საგმირო-პატრიოტულ პოემაში ”ასპინძისათვის” ოსმალო-ლეკთა ჯარზე გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა ”რუხის ომი”. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ბგერწერა და მდიდარი მეტაფორული აზროვნება.
ბიბლიოგრაფია
|