The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



პარმენ ლორია

პარმენ ლორია
სხვა სახელი:პ. ობოლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1898
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1978  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა კავშირის პანთეონი, ქ. ბათუმი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონის სოფ. ქვაყუდეში.

სწავლობდა სოფლის ორკლასიან სასწავლებელში. 14  წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ჩაქვის  მეურნეობაში, შემდეგ ბათუმის პორტში, ბოლოს ნოვოროსიისკის ცემენტის საბადოებში. 19 წლის მეფის არმიაში გაიწვიეს. პირველ მსოფლიო ომის დროს ირანისა და ოსმალეთის პროვინციებში მოუხდა ბრძოლა. იმსახურა დემოკრატიული საქართველოს ჯარში. ცხოვრების ეს მონაკვეთი აღწერილი აქვს ავტობიოგრაფიულ რომანში "დაზგიდან დაზგანდე".  ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია და დოკუმენტური  სიზუსტით ასახავს მწერლის მიერ განვლილ გზას.  შემდგომ მუშაობას იწყებს ბათუმის ახალდაარსებულ სახალხო მილიციაში. 1924-1936წწ. ქმნიდა აგიტ-მხატვრულ ბრიგადას და მოგზაურობდა აჭარის სოფლებში. დღიურები ასახულია წიგნში "კვალდაკვალ".  აქვეყნებდა კორესპონდეციებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. აქტიურად მოღვაწეობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, უფრო მეტად ფსევდონიმით პ. ობოლი. 1936 წელს გამოაქვეყნა  პირველი რომანი "ჩაი". იმდროინდელი აჭარის ცხოვრებას ასახავს პ. ლორიას მეორე წიგნი "დელი მურადი", რომელსაც შენდგომ "განთიადი ხევში" უწოდა. 1941 წელს მკითხველმა მიიღო რომანი "მევლუდი",  რომანი ეკრანიზებულია. ამავე ეპოქას ეძღვნება რომანი "საუკუნის დაბადება". 1951 წელს პ. ლორია აქვეყნებს თავის ერთ-ერთ პოპულარულ რომანს "ნაირა", რომელიც შემდგომ ბათუმის სახელნწიფო თეატრში სპექტაკლად  დაიდგა. ქვეყნდება მისი სხვა რომანები და მოთხრობების კრებულები. მისი რომანები თარგმნილია რუსულ ენაზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს აჭარის მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი, შემდგომ თავმჯდომარე (1932-1956)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: