The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე გაბაშვილი

ეკატერინე გაბაშვილი
Legal name:ეკატერინე თარხნიშვილი
Date of birth:16 June, 1851
Date of death:7 August, 1938  (at 87 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში 1868 წელს.

პირველი ნაწარმოები "გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ" გამოაქვეყნა 1870 წელს "დროებაში". ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია; მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი; მისი ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების და ქართველი "სამოციანელების", განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა. ეკ. გაბაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საბავშვო  მწერლობის განვითარებაში. იგი იყო ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემის ერთ-ერთი  ორგანიზატორი, შემდგომ კი მისი აქტიური თანამშრომელი. მისი საბავშვო მოთხრობები  ყოველთვის საქრესტომათიო მასალა იყო ქართული სახელმძღვანელოებისათვის. მისი ხელშეწყობით დაარსდა ჭრა-კერვის შემსწავლელ ქალთა სკოლა; ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას, ეხმარებოდა ქალებს დაწყებითი განათლების მიღებაში. საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი.

წყარო: საქართველოს ქველმოქმედები XIX საუკუნე: საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედების ირგვლივ შექმნილი კალენდარი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა .- თბ.,.-გვ.5

Member of Organizations

  • ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამგეობის წევრი (1882-)

Bibliography


Share: