The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია
სხვა სახელი:კ. აბაშისპირელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1891
გარდაცვ. თარიღი:17 ივლისი, 1975  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბაშა, აბაშის რაიონი. 

1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის  უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის  დოქტორის ხარისხი.

აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული "საქართველოს  განმათავისუფლებელი კომიტეტის" მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული  რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი  შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ "ქრისტიანიათი", თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი. მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი  გამოაქვეყნა 1909 წ.. XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: "პრომეთე", "ლომისი" (გ. ტაბიძესა და ლ. ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", "საქართველოს სამრეკლო", "ქართული  სიტყვა", ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს. ავტორია რომანებისა: "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "გოეტეს ცხოვრების  რომანი", "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი", "ვაზის  ყვავილობა", აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს "ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - "ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და სხვ. ფილოსოფიის დოქტორი.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 –  თბ., 2013.-გვ.624კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე // საბჭოთა ხელოვნება. -თბილისი, 1961. - N8-9. - გვ.97-100

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: