The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილი
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1840
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1912  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი.

 მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი. დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში, 1861 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი კიევის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნებისთანავე (1864) იგი  თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1968 წელს მის ინსპექტორად  დაინიშნა. 1874 წელს იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, თანამდებობიდან მოხსნეს.

ი. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა საქართველოში სახალხო  სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველთა შორის  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები: "ქართული  ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865); "ბუნების კარი" (1868); "დედა ენა" (1876), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული  სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპებზეა  შედგენილი ქართული სკოლების დაწყებით კლასებში ამჟამად მოქმედი ქართული ენის  სახელმძღვანელოები. გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ცნობილია მისი მოთხრობა "იავნანამ რა ჰქმნა" (1890). თავისი საბავშვო მოთხრობებით  მწერალმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს: "ნობათს", "ჯეჯილსა" და "ნაკადულს".

ი. გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა  შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: