შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება შინ მიიღო. ადრეული სიჭაბუკის წლებში შ. დადიანი გაიტაცა ეპოქის პროგრესულმა სოციალურმა და პატრიოტულმა იდეებმა. ამ იდეებით არის გამსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" (1892) და პროზაული მინიატურები. 1893 წლიდან მან მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვ. ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა; 1917 წელს დაასრულა პიესა "გუშინდელნი", რომელშიც ბაქოს ქართული დასის მსახიობებმა ითამაშეს; 1918 წელს მონაწილეობდა "ქართული კლუბის" მიერ ჟურნალ "თეატრი და ცხოვრების" მხარდასაჭერ საღამოში; 1920 წლის 2 იანვარს მონაწილეობა მიიღო "მსახიობის დღესთან" დაკავშირებით წარმოდგენილ პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლში "სამზადისი"; 1921 წლის პირველ მარტს დაესწრო ხელოვანთა კრებას, რომელიც აკ. ხოშტარიას სახლში გაიმართა; შ. დადიანი არსებითად ქართულ დრამატურგიაში კომედიური ჟანრის ფუძემდებელია. მის კომედიაში "კაკალ გულში" (1928) მხილებულია შემორჩენილი ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. დრამატურგიაში ტრაგედიის ჟანრის აღორძინების ერთ-ერთი პირველი ცდა იყო დადიანის პიესა "თეთნულდი" (1931), რომელშიც ავტორმა ძველისა და ახლის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ახალი სამყაროს გარდაუვალი გამარჯვება დაგვიხატა. შალვა დადიანი ავტორია ისტორიული რომანისა "გიორგი რუსი" (1916 – 1926), რომელშიც ასახულია XII – XIII საუკუნეების საქართველო. ქართული მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მწერლის მოგონებათა წიგნი "რაც გამახსენდა" (1959); შალვა დადიანს დაწერილი აქვს მრავალი მოთხრობა, ნოველა, პუბლიცისტური წერილები; თარგმნა შექსპირის, შილერის, ბაირონის, ჰაუპტმანის, ლ. ანდრეევისა და სხვათა პიესები; აღსანიშნავია მისი რეჟისორული მოღვაწეობა; მის პიესებს დღემდე თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართული თეატრის რეპერტუარში; 1937 წელს დაწერა - ისტორიულ-რევოლიციურ დრამა "ნაპერწკლიდან"; ავტორია რომანისა "გვირგვილიანების ოჯახი" (1954) და მოგონებათა წიგნისა "რაც გამახსენდა" (1959); წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს; თეატრის მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ.,1979.-გვ.330; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.111-112 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |