The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არსენ იყალთოელი

არსენ იყალთოელი
Date of birth:10??
Date of death:11??
Category:Writer, Religious leader, Philosopher

Biography

XI–XII საუკუნეების ქართველი სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი, წყაროებში იხსენიება ვაჩესძედ. წარმოშობით იყალთოდან ყოფილა. განათლება მიიღო ბიზანტიაში, ე. წ. მანგანის აკადემიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ  მიქაელ ფსელოსი და იოანე ნომოფილაქსი. აქვე აქვს დაწყებული მთარგმნელობითი  მოღვაწეობა. 80-იან წლებში წავიდა შავ მთაზე (სირია), სადაც მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა მანგანის მონასტერში, შემდეგ თეოფილე ხუცესმონაზონთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად ჩამოსულა საქართველოში. მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. ტრადიციული ცნობის თანახმად, დავით აღმაშენებლის დახმარებით მას იყალთოს მონასტერთან დაუარსებია აკადემია და მისი  პირველი რექტორიც ყოფილა, საბოლოოდ კი შიო მღვიმის მონასტერში დამკვიდრებულა. არსენ  იყალთოელმა თარგმნა და ერთ კრებულში "დოგმატიკონში" (ყველაზე სრული ნუსხაა S-1463, XII-XIII) გააერთიანა ბიზანტიელ მწერალთა  ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებები: ანასტასი სინელის "წინამძღვარი", იოანე  დამასკელის "წყარო ცოდნისა", მისივე რამდენიმე პოლემიკური ნაშრომი, თეოდორე აბუკურას პოლემიკური ეპისტოლენი, მიქაელ ფსელოსის "პირმშოსათვის", კირილე ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის, ლეონ პაპის დოგმაგიკურ-პოლემიკური ეპისტოლენი, სტატიები და ტრაქტატები, მრავალი უავტორო პოლემიკური თხზულება და სხვ. თავის თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო სქოლიოებს. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელს მოიხსენიებენ ანატომიის მცოდნედ, "ანატომიკოსად" (ანტონ I, იოანე ბაგრატიონი). მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია "ვინ ნაჭარმაგევს მეფენი". მას შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატური საკითხების გადაწყვეტას. მისი პოზოცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი დოგმატიკურია, ფილოსოფიაში სქოლასტიკური არისტოტელიზმის მიმდევარია.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.-თბ., 1975.-გვ.585-586

Bibliography


Share: