ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
არსენ ბერი
| დაბადების თარიღი: | 10?? |
| გარდაცვ. თარიღი: | 11?? |
| კატეგორია: | მწერალი, სასულიერო პირი |
ბიოგრაფია
XI საუკუნის II ნახევრისა და XII საუკუნის I ნახევრის საქართველოს საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი. მოღვაწეობდა შიო მღვიმის ლავრაში. ლავრის აშენება-განახლება არსენ ბერის ზედამხედველობით მომხდარა. არსენ ბერის კალამს ეკუთვნის დავით აღმაშენებლის ხოტბა "მეფისა დავითის მონაზონი არსენი". მასვე მიეწერება რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერისა და დავით აღმაშენებლის ორი ანდერძის შედგენა, ნინოს ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია, ანდრია კრეტელის დიდი კანონის თარგმანი. მკვლევართა აზრით, არსენ ბერი უნდა იყოს დავით აღმაშენებლის მემატიანე-ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა "ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი".
ბიბლიოგრაფია
- ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი (ავტორი) // ქართული მწერლობის საუნჯე 25 ტომად, ტ. 2 . - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 296 გვ. . - ISBN: 978-9941-15-395-2
|