The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ II (მეფე)

არჩილ II
ოფიციალური სახელი:არჩილ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1647
გარდაცვ. თარიღი:16 აპრილი, 1713  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს  მეფე-პოეტი, ვახტანგ V ძე, მეფობდა იმერეთში 1661–1663 წლებში; კახეთში - 1664-1675 წლებში; კვლავ იმერეთში — 1678-1679 წლებში. არჩილ II პოეტური  მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში - ვრცელ  ისტორიულ პოემაში "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა" ("თეიმურაზიანი") თამარის  ეპოქისა და თეიმურაზ I დროის ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში ("საქართველოს ზნეობანი", "ლექსნი  ძეულნი" და სხვ.) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად  სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარებას მიიჩნევს. ქართულ  ლიტერატურაში სრულიად ახალ ეტაპს წარმოადგენს არჩილ II ე. წ. "მართლის თქმის" პრინციპი. თავის ნაწარმოებებში იგი ძალიან კარგად გვიხატავს ეროვნულ გმირებსაც ("გიორგი სააკაძე"). არჩილის "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა" ქართულ  მწერლობაში ისტორიულ პოემას ამკვიდრებს. მასვე ეკუთვნის "ვისრამიანის" ქართულ ენაზე  გალექსვა, ასევე რუსულიდან ნათარგმნი "ალექსანდრიანი". მის უდიდეს დამსახურებად  ითვლება ქართული სტამბის დაარსება, სადაც 1705 წელს დაიბეჭდა "დავითიანი". აქვე  შეუდგა სრული ქართული ბიბლიის გამოცემის სამზადისს, რომელიც დაიბეჭდა 1743 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ. 1975. -გვ. 614 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: