შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბარდნალა, ლეჩხუმი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1938 წელს. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1937 წლიდან. 1940 წელს საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობამ გამოსცა მისი ლექსების წიგნი. მუშაობდა ქუთაისის საქალაქო კომიტეტის ყოველდღიურ ორგანო - გაზეთ "სტალინელის" და შემდეგ გაზეთ "ნორჩი ლენინელის" რედაქციაში. მისი ლექსები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. ლექსების გამოქვეყნებისთანავე თვალსაჩინოდ გამოვლინდა მისი პოეზიის თავისებურება, რომელიც ორგანულად იყო დაკავშირებული ხალხური ზეპირსიტყვიერების სისადავესა და უშუალობასთან, XIX საუკუნის ქართული კლასიკური ლირიკის ტრადიციებთან. ასათიანის პოეზიის არსებითი თვისებაა მაჟორული ხმოვანება და ეროვნულ-პატრიოტული განწყობილება. ეს განწყობილება ბატონობს მის პატრიოტულ ლირიკაში ("სალაღობო", "კრწანისის ყაყაჩოები", "ცხრა ძმა ხერხეულიძე"), ძველი საქართველოს ყოფისა თუ პოეტის ბავშვობის ამსახველ კოლორიტულ სურათებში, ფიროსმანისამდი მიძღვნილ თავისებურ ციკლში ("ფიროსმანის დუქანი", "სასაფლაო", "ანდერძი") და სხვ. ნაადრევი სიკვდილის წინათგრძნობით აღძრული მწუხარე ფიქრები დაძლეულია სიცოცხლის შეუპოვარი რწმენით, რისი სათავეც მამულის სიყვარულია. საქართველოს ისტორიის მძაფრი პერიპეტიები ლ. ასათიანის პოემებსა ("ასპინძა", "ბასიანის ბრძოლა") და ლექსებში განუყოფლად ერწყმის თანამედროვეობის ცხოველ განცდას. მის პოეზიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ფრაზის სისადავე, სიტყვის მუსიკალობა, აზრის აფორისტული სიზუსტე, ტევადობა და წრფელი არტისტიზმი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.62; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.557-560 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |