The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



დავით კლდიაშვილი

დავით კლდიაშვილი
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1862
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1931  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფ. სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის რაიონი.

 დ. კლდიაშვილი დაიბადა  იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა  კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. წლების მანძილზე იგი  უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ. მისი პირველი მხატვრული თარგმანები 1885 წელს, ჟურნალ "თეატრში" დაიბეჭდა. დ. კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში  გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი - ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც  მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა. დ. კლდიაშვილის  მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. "შემოდგომის აზრაურების" ცხოვრების  მწუხრის ასახვა - პირველად გამოჩნდა მოთხრობაში "სოლომონ მორბელაძე" (1894). სწორედ  აქ დაინახა მწერალმა თავისი "ცრემლნარევი სიცილის" სათავე; განწირული აზნაურების  შინაგანი ტრაგიკული ბუნება, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი ინდივიდულობა  მიანიჭა. მწერალი  მწვავედ განიცდის ყოველივე ამას და მხოლოდ იშვიათად მიმართავს მძაფრ, დაუნდობელ  სატირას ("ბაკულას ღორები", 1920). დ. კლდიაშვილის შემოქმედებითი სტილისათვის  დამახასიათებელია ის ძნელად მისაღწევი სისადავე და უბრალოება, რისი შექმნაც მხოლოდ  დიდ მწერალს ხელეწიფება. უნუგეშო, დეგრადირებული ყოფის აღწერით მწერალი აფხიზლებდა  მკითხველს, ზნეობრივი სრულყოფისაკენ, უკეთესი მერმისის დამკვიდრებისაკენ მოუწოდებდა  მას.

ბიბლიოგრაფია

  • სამანიშვილის დედინაცვალი : რჩეული (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2008. - 432 გვ.. - ISBN: 978-99940-27-47-7
  • თხზულებანი : მოთხრობები, პიესები, მემუარები, მიმოწერა, მოგონებები დ. კლდიაშვილზე (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1988. - 447 გვ.
  • ჩემი ცხოვრების გზაზე (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1984. - 204 გვ.
  • დარისპანის გასაჭირი : სურათი ერთ მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრ. საზ-ბის გამ-ბა ხელოვნება, 1947. - 30 გვ.
  • ბაკულას ღორები : მოთხრობა საშუალო ასაკისათვის (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1941. - 28 გვ.
  • მემუარები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1932. - 376 გვ.
  • მოთხრობანი (ავტორი). - ტფილისი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N 53, 1901. - 198 გვ.

გააზიარე: