The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჭოლა ლომთათიძე

ჭოლა ლომთათიძე
Legal name:ბიკენტი ლომთათიძე
Date of birth:7 July, 1879
Date of death:24 November, 1915  (at 36 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მეწიეთი, გურიის მხარე.

1888 წლიდან  სწავლობდა ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში, 1896 წლიდან ქუთაისის სამეურნეო  სკოლაში. 1897 წლიდან ჭ. ლომთათიძე ხარკოვის სამეურნეო სკოლის მსმენელი იყო, საიდანაც რევოლუციური საქმიანობის გამო გარიცხეს. 1907–1914 წლები მან ციხეში  გაატარა. სამშობლოში უკან დაბრუნების უფლება არ მისცეს და იგი სარატოვის  თავშესაფარში გარდაიცვალა. ჭ. ლომთათიძე სამწერლო ასპარეზზე დიდი  სოციალურ-პოლიტიკური ძვრების დროს გამოვიდა. 1901-1903 წლებში გამოქვეყნდა  მწერლის პირველი მოთხრობები "დავითი" და "ცხოვრების გულიდან. იგი ძირითადად  კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი იყო. ჭ. ლომთათიძის ადრინდელ ლექსებში, მინიატურებში, ეტიუდებსა და ესკიზებში თვალსაჩინოდ გამოიკვეთა მისი შემოქმედებით  ინტერესთა რკალი - სოციალურ-პოლიტიკური უკუღმართობა, ეროვნული პრობლემატიკა, სიყვარული და სხვ. ("მატლი", "დასაფლავება", "ზღვა", 1902; "სიცრუე", 1903 და  სხვ.). 1907 წლიდან, საპყრობილეში გამომწყვდეული, მძიმე სენით შეპყრობილი ჭ. ლომთათიძე ინტენსიურ სამწერლო მოღვაწეობას იწყებს. იგი ქართული  რევოლუციურ-დემოკრატიული მწერლობის ერთ-ერთი მესვეური ხდება. ლომთათიძის შემოქმედების მეორე პერიოდში გამძაფრდა ეროვნული მოტივი ("უბის წიგნიდან", 1910; "თეთრი ღამე"). ჭ. ლომთათიძე ლირიკული პროზის დიდოსტატია. შემოქმედების მაღალი იდეურ-პოლიტიური მიზანდასახულობითა და ჭეშმარიტი ხალხურობით ჭ. ლომთათიძე ქართული სოციალური რეალიზმის წინამორბედად გვევლინება.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.285

Bibliography


Share: