The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ლომოური

ნიკო ლომოური
სხვა სახელი:არბოელი  (ფსევდონიმი)
გორელი  (ფსევდონიმი)
ლევან ცაველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1852
გარდაცვ. თარიღი:30 აპრილი, 1915  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გორი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი  არბო, გორის რაიონი.

 გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875–1879წწ. სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში. 1881 წლიდან იგი ერთხანს მასწავლებლობდა გორის სამასწავლებლო სემინარიასა და თბილისის ქალთა პროგიმნაზიაში. ნ. ლომოურის პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა, ხოლო 1885 წელს მისი ლექსები ცალკე წიგნად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა "ალი"(1878 ), რომელიც 1879 წელს ჟურნალ "ივერიაში" გამოქვეყნდა.  ნ. ლომოურის შემოქმედება ქართველ "სამოციანელთა",  განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძისა და რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეურ-მხატვრული ნააზრევით განვითარდა. მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგდროინდელი ქართული სოფლის ყოფა. ლომოურის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ისტორიული მოთხრობები ("წინაპართა აჩრდილნი", 1902; "ხერხი სჯობია ღონესა", 1914). იგი ავტორია მრავალი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილისა. მწერლის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური და მკაფიო სტილით, დახვეწილი ენობრივი მასალით, პერსონაჟთა და სიტუაციათა რელიეფური ხატვით. ნიკო ლომოურის მოთხრობები შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ.,1983.- გვ. 288

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: