Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო ლომოური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არბო, გორის რაიონი. გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875–1879წწ. სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში. 1881 წლიდან იგი ერთხანს მასწავლებლობდა გორის სამასწავლებლო სემინარიასა და თბილისის ქალთა პროგიმნაზიაში. ნ. ლომოურის პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა, ხოლო 1885 წელს მისი ლექსები ცალკე წიგნად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა "ალი" (1878 ), რომელიც 1879 წელს ჟურნალ "ივერიაში" გამოქვეყნდა. ნ. ლომოურის შემოქმედება ქართველ "სამოციანელთა", განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძისა და რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეურ-მხატვრული ნააზრევით განვითარდა. მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგდროინდელი ქართული სოფლის ყოფა. ლომოურის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ისტორიული მოთხრობები ("წინაპართა აჩრდილნი", 1902; "ხერხი სჯობია ღონესა", 1914). იგი ავტორია მრავალი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილისა. მწერლის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური და მკაფიო სტილით, დახვეწილი ენობრივი მასალით, პერსონაჟთა და სიტუაციათა რელიეფური ხატვით. ნიკო ლომოურის მოთხრობები შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში. ნიკო ლომოური 1915 წლის 26 აპრილს დაკრძალეს გორის წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, ხოლო 1935 წელს ქალაქის ბაღში გადმოასვენეს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ.,1983.- გვ. 288; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.422-423; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |