Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკო ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაამთავრა. სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში-ლეობენის სამთო აკადემიაში. 1907 წელს სამშობლოში დაბრუნდა. 1907-1912წწ. - გერმანული ენის მასწავლებელი ქართულ გიმნაზიაში, თბილისში; 1912-1925წწ. - გერმანული ენის მასწავლებელი ქუთაისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში და რეალურ სასწავლებელში, შემდეგ, ქალთა გიმნაზიაში და ტექნიკუმში; 1925-1926წწ. - კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი, კათედრის გამგე უცხო ენათა განხრით; 1928 წლიდან - საქართველოს მეცნიერ-მუშაკთა სექციის წევრი. საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა 1910 წლიდან; 1912 წლიდან - დრამატიული საზოგადოების წევრი თბილისში და ქართველ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; 1921 წლიდან - ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე, პ/მგ. მდივანი ქუთაისში; 1923-1924წწ. - სსსრ ხელოვნების მუშაკთა გამგეობის წევრი; 1932-1939წწ. - საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის და პრეზიდიუმის წევრი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "ნიშადური", "საქართველო", "ივერია", "თეატრი და ცხოვრება", "დროება", "სახალხო გაზეთი" და სხვ. მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით (200-მდე მინიატურა, ნოველა, მოთხრობა, 1 რომანი, 2 პიესა) გამოირჩევა. მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა, მნიშვნელოვნად განსაზღვრა XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება. ნიკო ლორთქიფანიძე დაკრძალული იყო ვერის საზოგადო მოღვაწეთა სასაფლაოზე, 1968 წელს გადასვენებულ იქნა დიდუბის პანთეონში. ცნობილი საზოგადო მოღვაწის მერაბ ლორთქიფანიძის შვილი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.242; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.351-355; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.432 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |