The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დუტუ მეგრელი

დუტუ მეგრელი
ოფიციალური სახელი:დიმიტრი ხოშტარია
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1867
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1938  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, ახლანდელი აბაშის რაიონი.

ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას მეუღლე. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით. დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1888 წელს სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ "თეატრში"; 1891 წელს ქუთაისის კრებულმა "ცდამ" დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა "შვილი და დედა" (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები და პიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი სურათები ჩვენი ცხოვრებიდან, ხოლო 1893 წელს - მისი ლექსების კრებული "ცრემლები", რომლის სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო. მისი პოპულარული ლექსი "მე პატარა ქართველი ვარ" (1902) და მოთხრობა "ქინაქინა" შესულია ი. გოგებაშვილის "დედაენაში" და "ბუნების კარში". 1968 წლის 18 აპრილს დუტუ მეგრელი მის მეუღლესთან, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიასთან ერთად, ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.264; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.100-111

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: