The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მერჩული

გიორგი მერჩული
დაბადების თარიღი:90?
გარდაცვ. თარიღი:90?
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

X საუკუნის ქართველი მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი, განსწავლული პიროვნება იყო, იცოდა უცხო ენები, საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას. მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში. 951 წელს, აქვე დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიულ-ლიტერატურული წყარო (კირილე ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელის, კირილე სკვითოპოდელისა და სხვათა თხზულებანი). თხზულება განავრცო ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა 958-966 წლებში. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII - IX საუკუნეებში გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლისა და მის მოდასეთა თავგადასავალს. თხზულებაში გადმოცემულია ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეა. მწერალი ქრისტიანული იდეოლოგიის მტკიცე დამცველია, ქადაგებს პატრიოტიზმისა და კაცთმოყვარეობის იდეებს. ძეგლი პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროა. გიორგი მერჩულე ქართული პროზის დიდოსტატია. მისთვის დამახასიათებელია ხატოვანი და ძარღვიანი, ზოგჯერ სადა და მარტივი ენა, ბრწყინვალე მხატვრული გამომსახველობითი ხერხები, განცდის სიწრფელე და უშუალობა. ჩვენამდე მოღწეულია XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი (მიაკვლია ნ. ჩუბინაშვილმა 1845 წელს). 1902 წელს ხელნაწერი აღწერა ნ. მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ (Тексты и разискания по армяно-грузинской философии. VII. СПБ. 1911). ლათინურად თარგმნა პ. პეტერსენმა (1923). 1956 წელს დ. ლანგმა გამოაქვეყნა მისი ინგლისური პარაფრაზი. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც. 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: