ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
დიმიტრი II (აფხაზთა სამეფოს მეფე)
| ოფიციალური სახელი: | დემეტრე |
| დაბადების თარიღი: | 80? |
| გარდაცვ. თარიღი: | 80? |
| კატეგორია: | პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი |
ბიოგრაფია
დემეტრე (დიმიტრი) II აფხაზთა სამეფოს (დას. საქართველოს) მეფე (დაახლ. 825-861). ლეონ II ძე. ენერგიულად იბრძოდა ახლად შექმნილი სამეფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. IX ს. 40 წლებში იბრძოდა საქართველოში შემოჭრილი არაბთა და ბიზანტიელთა ლაშქრის წინააღმდეგ. დიმიტრი მეორის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო აღმ. საქართველოს გავლენის განმტკიცება დას. საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ხელშეწყობით IX ს. I ნახევარში დას. საქართველოში გრიგოლ ხანძთელის მიერ ქართული მონასტრის დაარსება.
ბიბლიოგრაფია
- ღმრთისმშობლისა; შიო მღვიმელისა (ავტორი) // ქართული მწერლობის საუნჯე ტ. 2, ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობა. - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 296გვ.. - ISBN: 978-9941-15-393-8
|