შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ფოცხვერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1983 წელს, ხოლო 1993 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი(რეჟისორ გიორგი შენგელაიას კლასი). 1993 წლიდან სწავლა განაგრძო დიდი ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი (კინო და მედია). ავტორია მრავალი ლექსის, მოთხრობის, რომანის, კინოსცენარებისა(ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) და ჩანახატებისა. იყო ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის დამაარსებელი და საეკლესიო საბჭოს პირველი თავმჯდომარე. ორჯერ შეხვდა ინგლისის დედოფალ ელისაბედ II: პირველად კათოლიკოს-პატრირქის ილია II და მეორედ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ (გარმელიას) აუდიენციისას. მისი ლექსები გამოცემულია რუსულ და ინგლისურ ენებზე. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "რექვიემი" (1992წ.), "სიყვარული ლონდონში" (1999წ.), "ნაგავი" (ლონდონი, 2003წ.). 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიდ ბრიტანეთში, კენტის უნივერსიტეტში. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |