The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანსუღ ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 2017  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სურმუში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება) 1956 წელს.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წელს, პირველი წიგნი - "ერთი ღამის სიჩუმეში" - 1959 წელს. აღსანიშნავია პოეტის წიგნები "რწმენის კედელი" (1970), "დიდი ნათელი" (1980), "ერთტომეული" (1981), "რჩეული პოემები" (1983), "მე და შენ" (1984), "არცა ვმსახურობდე სხვას!" (1989), პუბლიცისტური წიგნი "თავისუფლება ლომთა ხვედრია".  მის მიერ თარგმნილია ტარას შევჩენკოს, კოროტიჩის, დრაჩის, ევტუშენკოს, ოკუჯავას, ვოზნესენსკის, ახმადულინას ლექსები. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია  ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ესპანურ, პოლონურ და სხვა ენებზე. მის ლექსებზე შექმნილია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები. 1957-1961წწ. ჟურნალ "ცისკრის" ლიტმუშაკი; 1961-1962წწ. ახალგაზრდული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 1962-1963წწ. ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანი; 1963-1967წწ. ჟურნალ "დილას" რედაქტორი; 1967-1977წწ. ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი; 1988-1991წწ. გამომცემლობა "საქართველოს" დირექტორი; 1991-1995წწ. ჟურნალ "დროშის" მთავარი რედაქტორი; 1995-1999წწ. ჟურნალ "დროშის" სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული ქონდა "სახალხო პოეტის" საპატიო წოდება; 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ჯანსუღ ჩარკვიანის ვარსკვლავი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge.; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: ჯანსუღ ჩარკვიანი: ხსოვნა// მწერლის გაზეთი.-თბილისი, 2017, №8, 1 – 30 ნოემბერი.-გვ.3 (dspace.nplg.gov.ge); საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 365; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.241; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.83

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიო მწერალთა გაერთიანების "პენ-კლუბის" საქართველოს განყოფილება, პრეზიდენტი (1991-1998)
  • საზოგადოება "თბილისელი", პრეზიდენტი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანხმობა", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლიბერალები", წევრი (1992-1993)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანადგომა", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, მდივანი (1977-1987)
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - პრემია "საგურამო"
  • 2005 - აზერბაიჯანის გაზეთ "ხელოვნების" ჯილდო - "ხელოვანთა სოლიდარობის" საერთაშორისო პრემია
  • 2001 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 1998 - შალვა დადიანის სახელობის პრემია
  • 1996 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1981 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1978 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 1967 - საქართველოს კომკავშირის პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • დმანისის საპატიო მოქალაქე
  • ბორჯომის საპატიო მოქალაქე
  • მცხეთის საპატიო მოქალაქე
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის
  • ცაგერის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: