The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



როინ მეტრეველი

როინ მეტრეველი
დაბადების თარიღი:7 დეკემბერი, 1939  (75 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  დაბა აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი.

 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს. მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ მაღალ თანამდებობებზე 1960-1972წწ. 1972-1986 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1986—1989 წლებში რ. მეტრეველი იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1991 წლიდან 2004 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. იყო ჟურნალ "მაცნეს" ისტორიის სერიის რედაქტორი, თსუ ისტორიის კათედრის გამგე. 1992 წლიდან იყო ქართულ სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ს/კ ცენტრის ხელმძღვანელი. 2001 წლიდან ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XII საუკუნის საქართველოს სახელმწიფოებრივი ფორმები", დაიცვა 1965 წელს, 1974 წელს სადოქტორო - "შინაკლასობრივი ბრძოლა შუა საუკუნეების საქართველოში". არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის  ავტორი, მათ შორის "შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში", "დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში", დავით IV აღმაშენებელი", "მეფე თმარი". მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი სამეცნიერო კრებული და მონოგრაფია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევრაზიის უნივერსიტეტების გენერალური ასამბლეა, მთავარი კომიტეტის წევრი (1994-)
  • კალიფორნიის (აშშ) ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების საერთაშორისო აკადემია , წევრი
  • საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი , პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოს-მდივანი (1988-1991)
  • საქართველოს მეცნიერების აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია, თავმჯდომარე (1995-)
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-)
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭო, თავმჯდომარე (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - აფხაზეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია , მეცნიერების დარგში
  • შრომის წითელი დროშის საპატიო ნიშანი
  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • ქუთაისის და გიუმრის (სომხეთის) უნივერსიტეტები
    საპატიო პროფესორი
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედალი
  • საქართველოს საპატრიარქოს ოქროს ჯვარი
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: