The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როინ მეტრეველი

როინ მეტრეველი
Date of birth:7 December, 1939  (84 years)
Category:Public official, Historian, Scientist, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: დაბა აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს.

მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ მაღალ თანამდებობებზე: 1960-1972წწ. და 1972-1986წწ. იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1986-1989წწ. თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. იყო ჟურნალ "მაცნეს" ისტორიის სერიის რედაქტორი, თსუ ისტორიის კათედრის გამგე; 1992 წლიდან ქართულ სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ს/კ ცენტრის ხელმძღვანელი; 2001 წლიდან ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. მეცნიერული ინტერესების სფერო: შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია, წყაროთმცოდნეობა, საზოგადოებრივი აზრის ისტოროა. არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის "შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში", "დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში", დავით IV აღმაშენებელი", "მეფე თმარი". მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი სამეცნიერო კრებული და მონოგრაფია. 2023 წლის 7 ივნისს, არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XII საუკუნის საქართველოს სახელმწიფოებრივი ფორმები", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შინაკლასობრივი ბრძოლა შუა საუკუნეების საქართველოში", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 255; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.215

Member of Organizations

  • ევრაზიის უნივერსიტეტების გენერალური ასამბლეა, მთავარი კომიტეტის წევრი (1994-)
  • კალიფორნიის (აშშ) ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • რუსეთის უმაღლესი განათლების აკადემია, წევრი
  • საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოს-მდივანი (1988-1991)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, პრეზიდენტი (2023-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2013-2023)
  • საქართველოს მეცნიერების აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია, თავმჯდომარე (1995-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭო, თავმჯდომარე (1996-)

Awards and Honors

  • 1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის
  • 1996 - აფხაზეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერების დარგში
  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • ქუთაისის და გიუმრის (სომხეთის) უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
  • შრომის წითელი დროშის საპატიო ნიშანი
  • ღირსების ორდენი
  • ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედალი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

Bibliography


Share: