ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ვახტანგ ბერიძე
| დაბადების თარიღი: | 30 მაისი, 1914 |
| გარდაცვ. თარიღი: | დეკემბერი, 2000 (86 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
| კატეგორია: | მეცნიერი, ხელოვნების მუშაკი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის საარქიტექტურო განყოფილება. 1936 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. ასწავლიდა ინდუსტრიულ ინსტიტუტში, თეატრალურ ინსტიტუტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1973-2000 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, 1992-2000 წლებში ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ვ. ბერიძის ნაშრომებში განხილულია ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები ადრინდელი ფეოდალური ხანიდან დღემდე. მას ეკუთვნის თანამედროვე კრიტიკული ხასიათის წერილები, ნარკვევები, მონოგრაფიები გამოჩენილ ქართველ მხატვრებზე; მისი ნაშრომები გამოცემულია გერმანულ, იტალიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. იყო ერთ-ერთი მოთავე და ორგანიზატორი ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა (პირველი სიმპოზიუმი მოეწყო 1974 წელს და ტარდებოდა ყოველ სამ წელიწადში მონაცვლეობით იტალიასა და საქართველოში).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1994 - ღირსების ორდენი
- 1986 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1984 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
- საპატიო ნიშნის ორდენი
- ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება (ავტორი). - თბილისი, კანდელი, 1994. - 511გვ.
- კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1992. - 32გვ.
- Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1981. - 429с.
- Грузинская архитектура "раннехристианского" времени : IV-VII вв. (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1974. - 38 с.
- ძველი ქართული ხუროთმოძღვრება : ალბომი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1974. - 208გვ.
- ძველი ქართველი ოსტატები : ხუროთმოძღვრები, მხატვრები, ოქრომჭედლები და კალიგრაფისტები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1967. - 243გვ.
- სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა , 1955. - 268გვ.
- Тбилиси (ავტორი). - Москва, Архитектура и градостроительство, 1951. - 95с.
|