The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ბერიძე

ვახტანგ ბერიძე
Date of birth:30 May, 1914
Date of death:21 December, 2000  (at 86 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურული განყოფილება 1936 წელს.

1935-1938 წწ. დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში ლექტორად; 1939-1947 წწ. იყო საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ლექტორი, დოცენტი; 1937-1941 წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის ასისტენტი, ლექტორი, დოცენტი, პროფესორი; 1941-1948 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1948-1957 წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1973-2000 წწ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 1988 წელს საპატიო დირექტორად, 1997 წლიდან გარდაცვალებამდე იგი კვლავ ინსტიტუტის დირექტორი იყო. ვ. ბერიძის ნაშრომებში განხილულია ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები ადრინდელი ფეოდალური ხანიდან დღემდე. მას ეკუთვნის თანამედროვე კრიტიკული ხასიათის წერილები, ნარკვევები, მონოგრაფიები გამოჩენილ ქართველ მხატვრებზე. მისი ნაშრომები გამოცემულია გერმანულ, იტალიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. იყო ერთ-ერთი მოთავე და ორგანიზატორი ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა (პირველი სიმპოზიუმი მოეწყო 1974 წელს და ტარდებოდა ყოველ სამ წელიწადში მონაცვლეობით იტალიასა და საქართველოში). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპეხდია: ტ. 2.-თბ.,1977.-გვ. 322საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.108; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.162

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)
  • ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (1992-2000)
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი

Awards and Honors

  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1986 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1984 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება / ვახტანგ ბერიძე .-თბილისი : კანდელი, 1994.-511გვ.
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია

Bibliography


Share: