The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ამაშუკელი

რეზო ამაშუკელი
ოფიციალური სახელი:რევაზ ამაშუკელი
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:10 იანვარი, 2022  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

დხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალებში: "ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურნაია გრუზია", ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში. რევაზ ამაშუკელის ლექსები იბეჭდება 1957 წლიდან. არის მრავალი პოეტური კრებულის ავტორი ("ლექსები", "ზედაზნის მთვარე", "შენდამი", "მზე და მთვარე ნუ მოგშლოდეს", "ტირისკონი", "აკმე"). 2018 წელს "ქართველ ჩოხოსანთა დასის" მიერ ეროვნული გმირის "ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი" მიენიჭა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 350; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.363

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოქალაქეთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე (1993-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, მდივანი (1986-)
  • შოთა რუსთაველის საზოგადოება, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1988-1989)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი
  • 2010 - დავით აღმაშენებლის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია
  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1982 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 1968 - საქართველოს კომკავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: