| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
თამაზ გამყრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1952 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის სპეციალობით. ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1973 წლიდან აკ. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორია. 1966 წლიდან სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე, 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ხეთური ენის პროინდოევროპული ელემენტები", 1960 წელს სადოქტორო - "ხეთური ენა და ლარინგალური თეორია". თამაზ გამყრელიძე იკვლევს აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლური ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს. მან გადაჭრა ხეთური ენის ინდოევროპულ ენებთან მიმართების სადავო საკითხი. ხეთოლოგიურ ნაშრომთაგან მნიშვნელოვანია აგრეთვე გამოკვლევები ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ხეთური კონსონანტიზმის ინდოევროპულ კონსონანტიზმთან მიმართების შესახებ. ქართველოლოგიურ ნაშრომებში აღდგენილია საერთო ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელები. თამაზ გამყრელიძის ნაშრომები გამოცემულია უცხოურ ენებზეც. 1987 წელს დაინიშნა ცენტრალურ საენათმეცნიერო ორგანოს, ჟურნალ "Вопросы языкознания"-ს მთავარ რედაქტორად. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

