| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
გელა დუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს. 1989-1996წწ. იყო საბავშვო ესთეთიკურ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორი; 1996-1998წწ. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და საშუალო სკოლებში შემდეგ საკითხებზე: რელიგია და განმანათლებლობა; ორატორული ხელოვნება და საჯარო გამოსვლის ტექნიკა. 1998 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობებზე, აგრეთვე საქართველოს საელჩოებში: აზერბაიჯანის რესპუბლიკასა (2001-2005წწ.) და რუსეთის ფედერაციაში (2007-2009წწ.); 2009 წლიდან დღემდე უკრაინაში საქართველოს საელჩოში. მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი. მისი პირველი კრებული "ყვითელი ტროლებუსი", გამოიცა 1996 წელს, ხოლო ნოველების მეორე კრებული "მე მორბენალი" - 2006 წელს. ავტორის პიესები დადგმულია საქართველოს რადიოს პირველი არხის მიერ 1996 წელს; აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფ. ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახ. ქართული დრამატული თეატრის მიერ -2005 წელს. გ. დუმბაძის ფერწერული ნამუშევრები გამოფენილია ქ. თბილისში გალერეა "Artgalleryline"-ში. 2012 წლის ივნისში ქ. კიევის გალერეა "Artholl"-ში გაიმართა მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

