The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა დუმბაძე

გელა დუმბაძე
Date of birth:13 June, 1965  (58 years)
Category:Diplomat, Playwright, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს.

1989-1996წწ. იყო საბავშვო ესთეთიკურ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორი; 1996-1998წწ. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და საშუალო სკოლებში შემდეგ საკითხებზე: რელიგია და განმანათლებლობა; ორატორული ხელოვნება და საჯარო გამოსვლის ტექნიკა. 1998 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობებზე, აგრეთვე საქართველოს საელჩოებში: აზერბაიჯანის რესპუბლიკასა (2001-2005წწ.) და რუსეთის ფედერაციაში (2007-2009წწ.); 2009-2013წწ. საქართველოს საელჩო უკრაინაში, უფროსი მრჩეველი; 2013-2014წწ. საქართველოს საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი მრჩეველი; 2014 წელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2014 წლიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი და უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის წოდება; 2017 წლის ივნისიდან - საქართველოს ელჩი უკრაინაში, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი; საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 9 ივლისის განკარგულებით, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

მისი პირველი კრებული "ყვითელი ტროლებუსი", გამოიცა 1996 წელს, ხოლო ნოველების მეორე კრებული "მე მორბენალი" - 2006 წელს. ავტორის პიესები დადგმულია საქართველოს რადიოს პირველი არხის მიერ 1996 წელს; აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფ. ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახ. ქართული დრამატული თეატრის მიერ -2005 წელს.

გ. დუმბაძის ფერწერული ნამუშევრები გამოფენილია ქ. თბილისში გალერეა "Artgalleryline"-ში. 2012 წლის ივნისში ქ. კიევის გალერეა "Artholl"-ში გაიმართა მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა; მისი ფერწერული ნამუშევრების მეორე პერსონალური გამოფენა "კიევი. აკრილის დღიური", გაიმართა 2018 წლის ნოემბერს ქ. კიევში. არის ლიტვის ლიტერატურული კონკურსის (1987), გაზეთ "მამული"-ს ლიტერატურული კონკურსის (1993) და ქართულ-გერმანული კონკურსის ლაურეატი; მიენიჭა მსოფლიო ფუდოკანის ფედერაციის მიერ ოსტატის წოდება ფუდოკან კარატეში "შავი ქამარი" 1 (შო) დან-ი (2014) და  საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ ოსტატის წოდება შოტოკან კარატეში "შავი ქამარი" 2 (ნი) დან-ი (2014).

წყარო: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პორტალი: diaspora.gov.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 72

Member of Organizations

  • საქართველოს ფუდოკანი, პრეზიდენტი (2014-)
  • ძეგლთა დაცვის ახალგაზრდული გაერთიანება, დამფუძნებელი (1987-)

Awards and Honors

  • 2016 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნებაში მიღებული განსაკუთრებული წვლილისთვის

Bibliography

  • მე-მორბენალი : კრებული (Author). - თბილისი, ინოვაცია, 2007. - 224გვ.
  • ყვითელი ტროლეიბუსი : ნოველები, შტრიხები პორტრეტისათვის, რადიო პიესა (Author). - თბილისი, გაზ. "სამშობლო ფორტე", 1995. - 120გვ.

Share: