The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო აბაშიძე

ნინო აბაშიძე
Date of birth:10 October, 1910
Date of death:January, 1997  (at 86 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფ. ვეჯინი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტი 1934 წელს.

პირველი მოთხრობა - "ალაზნის პირას" - გამოაქვეყნა 1947 წელს. 1953 წელს გამოვიდა კრებული: "მოთხრობები", 1963 წელს-"შეხვედრა თერგზე", 1974 წელს კიდევ "მოთხრობები" და სხვა. მისი ბოლო ნაწარმოები "დრო და სასჯელი", ეძღვნება კომუნისტური რეჟიმის პირობებში გადატანილ პირად  უდიდეს ტკივილს. მასში ასახულია 20-იანი წლების საქართველოს ისტორია; ეს იყო დევნა ქართველი თავად-აზნაურობისა, მათი სრული განადგურების მიზნით. აღნიშნული ნაწარმოები მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ "კლდეკარში"(1997,2(11)). ნინო აბაშიძე იყო პირდაპირი შთამომავალი კრწანისის ომის გმირის, იოანე კახთ-აბაშიძისა. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით,  მას შექმნილი აქვს მოთხრობები ილია ჭავჭავაძეზე, დავით გურამიშვილსა და ლესია უკრაინკაზე.

წყარო: ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1.-თბ., 1997. -გვ. 24. 

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1953-1997)

Bibliography


Share: