შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე აბაშელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საჩოჩიო (ახლანდელი აბაშისპირი), აბაშის რაიონი. ქართველი პოეტი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ (1908) მუშაობდა თბილისში "კავკაზისა" და "ნოვაია რეჩის" რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები რუსულ ენაზე. მისი პირველი ქართული ლექსი "შავი აჩრდილი" 1910 წელს დაიბეჭდა (ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება", № 28). 1905 წელს რევოლუციის ოპტიმისტური და რეაქციის პერიოდის სევდიანი განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში "მზის სიცილი" (1913). კრებულის ძირითადი თემაა ე. წ. მზის კულტი, რომელსაც ორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური ტენდეციები. საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი "თბილისი", 1926). ლექსთა წიგნში "გაბზარული სარკე" (1929) პოეტი "ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის" თქმას მოითხოვდა. აბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის თემატიკა. სამამულო ომის დროს დაწერილ ლექსებში პოეტმა უმღერა საბჭოთა ხალხის გმირობას. ალექსანდრე აბაშელის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები "ქალი სარკეში" (1930), "ატმის ყვავილი" (გამოქვეყნდა 1959), კრიტიკული წერილები. დაუმთავრებელი დარჩა რომანი "ირმა". მისი რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული კრებული. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.17; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.3 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |