The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ავქსენტი ცაგარელი

ავქსენტი ცაგარელი
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1857
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 1902  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. დიღომი.

 ცაგარელის პირველი პიესა იყო კომედია "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1878). მეტად პოპულარული პიესა "ხანუმა" (1882). ცაგარელს ეკუთვნის დრამები: "მათიკო" (1880), "ცისარტყელა" (1900); კომედია "ციმბირელი" (1886); ვოდევილები: "ჭკუისა მჭირს" (1897), "როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო" (1900); ლექსები: 'პოეტი' (1882), "ყარაჩოღელი ლოთი" (1885), "ჩვენი ქალები"(1892), "ნატვრა" (1900); პუბლიცისტური წერილები და სხვა. მწერალი სატირულ პამფლეტებს აქვეყნებდა გაზეთ "დროებაში" სათაურით "დუდუკი". 1936 თბილისში გამოვიდა ცაგარელის "კომედიები".  მისი ზოგიერთი კომედია ქართული დრამატურგიის ოქროს ფონდში შევიდა.

ცაგარელის ნაწარმოებების გმირები არიან უსახსროდ დარჩენილი თავად–აზნაურები, ვაჭრები, ხელოსნები, ყარაჩოხელები და სხვა, შესანიშნავად აღწერს იგი ქალაქურ ყოფას.

პიესა "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების ფილმს (1965, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი), ხოლო კომედია "ხანუმა" ამავე სახელწოდების ფილმს (1926, რეჟისორი ა. წუწუნავა), ვ. დოლიძის ოპერის "ქეთო და კოტეს" ლიბრეტოსა და ფილმს '"ეთო და კოტე" (1948, რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი). 1968 შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ რ. სტურუამ დადგა სპექტაკლი "ხანუმა".

ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა იმთავითვე დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა, დიდმა ცხოვრებისეულმა სიმართლემ.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის მუდმივი ქართული დასი, წევრი (1879-)

ბიბლიოგრაფია

  • კომედიები (ავტორი). - ტფილისი, ფედერაცია-ს გა-მა და სტ., 1936. - 504გვ.
  • მათიკო : ხუთ მოქმედებიანი დრამა (ავტორი). - თბილისი, მელიქიშვილის სტ., 1880. - 187გვ.

გააზიარე: